ვალდანო : "რეალში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა"
ხორხე ვალდანოს განცხადებით, პრე-სეზონის 3 დაპირისპირების ზედიზედ წაგება საგანგაშო არ არის, თუმცა როგორც ჩანს კლუბში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა...
"სამეფო კლუბმა შარშან ყველაფერი მოიგო და გუნდი ძალიან კარგად გახლდათ დაბალანსებული, თუმცა კარლოს რამდენიმე ფეხბურთელი დაემატა, რომლებსაც ადგილი უნდა მოეძებნოთ."
"სამი პაექრობის ზედიზედ წაგებას პირველ რიგში არეულობას მივაწერ. ანჩელოტი ჭკვიანი მწვრთნელია, მან ამ დაპირისპირებებში არაერთი სქემა გამოსცადა, თუმცა ოპტიმალური ვარიანტი ჯერ-ჯერობით ვერ იპოვა."
"იმედი მაქვს კარდიფსი გუნდს გარკვეული ელფერი უკვე ექნება შეძენილი და სუპერ თასის მოგებას მოახერხებს."
- 3 აგვისტო 2014
- 2 426
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.