რონალდუ: „მანჩესტერში დაბრუნება? არაფერია გამორიცხული“
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
„„მან.იუნაიტედი“ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია.ყველამ იცის, რომ „რეალსა“ და „წითელ ეშმაკუნებზე“ ყოველთვის სიყვარულით ვსაუბრობ.“
„18 წლის ასაკში გადავედი ინგლისში სათამაშოდ, სადაც ყველაფერი მოვიგო და ადამიანების დიდი პატივისცემა მოვიპოვე.შემდეგ მადრიდში გადავბარგდი, თუმცა ვინ იცის, რა მოხდება მომავალში.“
„როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ სხვა გუნდის მაისურით დავბრუნდი, დიდი სითბო ვიგრძენი.ეს გასაოცარი იყო.“
„„მანჩესტერთან“ ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.პირადად ჩემთვის, ეს გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.“
„რამდენიმე მანჩესტერელთან დღესაც მუდმივი კონტაქტი მაქვს, რამეთუ ჩვენ შორის დიდებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.“
„რა თქმა უნდა, სამეფო კლუბში ბედნიერად ვგრძნობ თავს, თუმცა ფეხბურთში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ.შესაძლებელია ერთ მშვენიერი დღეს „ნისლიან ალბიონზე“ დავბრუნდე.“
„ვან გაალი შესანიშნავი მწვრთნელია და ვიმედოვნებ, „მანჩესტერი“ იქ დაბრუნდება, სადაც საჭიროა.“
Goal.Com
- 2 აგვისტო 2014
- 3 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.