რეალის ახალი ათიანი - ხამეს როდრიგესი

როდრიგესისგან უამრავ საგოლე მომენტს, გრძელი გადაცემებით თავდამსხელის მომარაგებას, ფლანგებეზე სპრინტერულ ჩარბენებს, ათასგვარ ტრიუკებსა და ლამაზ გოლებს მოველით... მაგრამ ამ ყველაფერს ხომ რონალდუც მშვენივრად აკეთებს!...

მადრიდის რეალის ახალი გალაკტიკო, ხამეს როდრიგესი 10 ნომრიან მაისურს მოირგებს. კოლუმბიელმა სუპერსვარსკვლავმა შთამბეჭდავად ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი და დამსახურებულად აღმოჩნდა მეგა ვარსკვლავებით დახუნძლულ რეალში. ....თუმცა არის ერთი კითხვა: აქვს კი მას ის ტალანტი, რომ მისტიური 10 ნომრის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს?

როდრიგესისგან უამრავ საგოლე მომენტს, გრძელი გადაცემებით თავდამსხელის მომარაგებას, ფლანგებეზე სპრინტერულ ჩარბენებს, ათასგვარ ტრიუკებსა და ლამაზ გოლებს მოველით.... მაგრამ ამ ყველაფერს ხომ რონალდუც მშვენივრად აკეთებს!... სად არის ხამესის ადგილი მოედანზე? სჭირდებოდათ კი მისი შეძენა? რატომ მისცეს 10 ნომრიანი მაისური? რას ნიშნავს 10 ნომერი საფეხბურთო მოედანზე? უამრავი კითხვა დაგროვდა, რომლებზეც შევეცდები რომ პასუხი გავცე ამ ბლოგში.

ის ყველა პოზიციას მოერგება!

80 მილიონინანი ტრანსფერი და 10 ნომრიანი მაისური ისეთ მოლოდინს ქმნის, რომ ხამესი თავდამსხმელის უკან, პლეიმეიკერად დადაგება. პრობლემა ისაა, რომ მადრიდელები 4-3-3 სისტემით თამაშობდნენ მთელი გასული სეზონის განმავლობაში. ანჩელოტის ძალიან კარგად აქვს დამუშავებული ეს სისტემა და მასში არ მოიძებნება 10 ნომრის ადგილი.

როდრიგესი არაა ცენტარალური ნახევარმცველი და ამ პოზიციისთვის მადრიდმა კროოსი შეიძინა. მაშ იქნებ მარცხენა ფლანგზე მოუწიოს აწევა?

რონალდინიო კლასიკური 10 ნომრის მაგალითია, რომელიც ბარსელონაში გადაბარგების შემდეგ მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობდა. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ უნდა ითამაშოს პლეიმეიკერმა ფლანგიდან. ბრაზილიელმა ბერნაბეუს პუბლიკის ფეხზე მდგარი ოვაციებიც კი დაიმსახურა



ხამესის მთავარი წინააღმდეგობა თავად კრიშტიანუა, რომელიც სწორედ მარცხნივ თამაშობს. ეს პორტუგალიელის ბუნებრივი პოზიციაა.

როდრიგესის მთავარი ღირსება მისი ადაპტირებადი სათამაშო სტილია. რონალდინიოს მსგავსად, მას შეუძლია, როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან, ან თავდამსხმელების უკან თამაში. ეს საშუალებას მისცემს კოლუმბიელს ანჩელოტის ყველა ტაქტიკურ მონახაზს მოერგოს. თუ გუნდი კვლავ 4-3-3 სისტემით გააგრძელებს, ხამესი სავარაუდოდ ნახევარდაცვაში დაიწევს, ან რონალდუ–ბეილის ტრამვის შემთხვევაში, მათი იდეალური დუბლიორი იქნება. კოლუმბიელის პოტენციალის სრულად გამოსაყნებლად რეალს 4-2-3-1 სისტემაზე გადასვლა მოუწევს. ამ სისტემაში როდრიგესი ყველაზე გამოსადეგარი ფეხბურთელია.

რას ნიშნავს ფეხბურთში 10 ნომერი? მოკლე ისტორიული ექსკურსი

საფეხბურთო გარიჟრაჟის დროს გუნდები 2-3-5 სისტემით თამაშობდნენ. ეს საშუალებას იძლეოდა, რომ სულ მცირე 5 ფეხბურთელი ერთდროულად ყოფილიყო შეტევის ხაზზე. აი, უბანში ან სკოლაში რო გვითამაშია, ყველანი თავდასხმაში, დაახლოებით იგივე სისტემაა ეს.

რეალის ახალი ათიანი - ხამეს როდრიგესი


შემდგომში ფეხბურთი განვითარდა და მეტი ყურადღება დაეთმო დაცვას. მეორე მსოფლიო ომამადე უკრაინული და უნგრული გუნდები თამაშობდნენ 3-2-2-3 სისტემას, რომელიც ასევე W-M ფორამაციის სახელითაა ცნობილი. მერე იყო ბრაზილიური ვარიანტი, ოთხი მცველით, ხოლო ალფ რემსიმ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სპეციალურად ინგლისის ნაკრებისთვის 4-3-3 სისტემა შექმნა. ამ პერიოდში უკვე აპრობირებული იყო ახალა უკვე კლასიკურად ცნობილი 4-4-2. ჩამოთვლილ განლაგებებში 10 ნომრის პოზიცია არაა გათვალისწინებული. სად არის ის?

რეალის ახალი ათიანი - ხამეს როდრიგესი


ის იდეალურია თანამედროვე ათიანის პოზიციაზე

4-3-3-ის, 4-4-2-ისა და 4-2-2-2-ის პერიოდში, ისეთი შემოქმედი თავდამსხმელები როგორებიც იყვნენე პელე, რომარიო და დელ პიერო, 10 ნომრიან მაისურებს ატარებდენენ. მას შემდეგ, რაც თანამედროვე ფორმაციებმა ორი თავადამსხმელის გამოყენებაზე უარი თქვეს, ამ ტიპის მოთამაშეების პოზიცია თავდამსხმელსა და ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის მოექცა. თანამედროვე 10 ნომერი ვარიაციული, იგი შემქნელია, შეტევითი ტიპის მოთამაშე, ტრეკვარტისტა, პლეიმეიკერი. ამ პოზციიდან შეიძლება გოლების გატანა, საგოლე პასების გაკეთება, ბევრი დრიბლინგი... მოკლედ ესაა ყველაფერი ის რატომაც გვიყვარს ფეხბურთი.

რეალის ახალი ათიანი - ხამეს როდრიგესი

როდრიგესმა ყველაზე დიდ საფეხბურთო არენიდან, მსოფლიო ჩემპიონატიდან დაგვიმტკიცა, რომ ის იდეალურად ერგება ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს. ესაა მისი სამოძრაო არეალი საბერძნეთის ნაკრებთან.

რეალის ახალი ათიანი - ხამეს როდრიგესი


ამ თამაშში კოლუმბუიელი ვუნდერკინდი შემტევი ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა. ამავე დროს, ორივე ფლანგიდან დირიჟორობდა შეტევებს. როგორც უკვე აღნიშნე, ხამესი ძალიან ადაპტიორებადი მოთამაშეა. თუ ერთ პოზციაზე არ მისდის თამაში, მას შეუძლია მრავალფეროვანი იყოს და გადააწყოს ყველაფერი.

ის კარგი პლეიმეიკერია

10 ნომერზე თამაშისას ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საგოლე გადაცემების კეთებაა. კარგმა ათმა ნომერმა უნდა დაძლიოს პირადი ამბიციები და თავსდამსხმელის აჩრდილად გადაიქცეს. მესუთ ოზილი ამის ყველაზე კარგი მაგალითია. გახსოვთ, ალბათ, როცა ოზილმა რეალი დატოვა, რონალდუმ ვერ დამალა უკმაყოფილება - ‘ის არის მოთამაშე, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა სად უნდა მოეწოდებინა ჩემთვის პასი.’ განაცხადა კრიშტიანუმ. მართლაც ეგრე იყო - მარტო რონალდუსთვის გერმანელს 27 საგოლე გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.



პორტუგალიელისათვის ხამესი დიდი შენაძენი უნდა გახდეს. როდრიგესს, 23 წლის ასაკში, ბევრად უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა მონაკოში , ვიდრე იმავე ასაკის ოზილს მადრიდის რეალში.

ხამესი კარში დარტყმების სიზუსტით ვერ დაიკვეხნის. ეს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ურტყავს. როდრიგესის 68 დაარტმყა გასულ წელს, მესუთის 22-ის საპირისპიროდ. კოლუმბიელი სამხრეთულად მფლანგველია და პირველივე შესაძლებლობაში კარისკენ ურტყავს. ამით ის ბევრ შეტევას აფუჭებს. გერმანულ ყაიდაზე გაზრდილი ოზილი კი უფრო ეკონომიური და რაციონალური - საჯარიმოს მისადგომებთან ყოველთვის ეძებს ვარიანტს, რომ პასი გააკეთოს, მაგარმ შექმნილი საგოლე სიტუაციების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავწრმუნდებით, რომ ხამესი ბევრად წინაა თავის გერმანელ ვიზავიზე.

რეალის ახალი ათიანი - ხამეს როდრიგესი


მას გააქვს ულამაზესი გოლები

თუ არ შეგიძლია გაიტანო გოლი, იმ შემთხვევაში როცა ეს ყველას წარმოუდგენლად ეჩვენება, ჩათვალე რომ შენ არა ხარ კარგი ათიანი.




ის სამხრეთ ამერიკელია

რეალის ახალი ათიანი - ხამეს როდრიგესი


კარგი 10 ნომერი რომ გახდე, ერთ-ერთი წინა პირობაა იყო სამხრეთ ამერიკელი, თუმცა ამ წესიდან გამონაკლისებიც არსებობენ: ზიდანი, ოზილი, ბერკამპი და ჰაჯი. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, თუ ბრაზილიაში, არგენტინაში ან სადმე ახლომახლო მდებარე ტერიტორიაზე არ დაბადებულხარ, მაინც ვერ გახდება იდეალური შემტევი ნახევარმცველი.

კოლუმბია სახრეთ ამერიკაა. ეს წინაპირობაა, რომ ხამესი ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ათიანი გახდება, რა თქმა უნდა, თუ უკვე არაა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს ბუცითა და მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულით.

ორი კომპონენტი, რომელიც უნდა გააუმჯობესოს

ა)ბურთის დაჭერა მჭიდრო მეურვეობისას.



რთულ სიტუაციებში ბურთის შენარჩუნება და სექსუალური ტრუკებით ჟონგლირება კარგი ათიანის მთვარი თვისებაა. ხუან რომან რიკელმე და ზინედინ ზიდანი ბურთთან მოპყრობის მასტერკლასებს ატარებდნენ მოედანზე.

ზიდანი



რიკელმე



ბ) საკუთარი სტილი

მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა - ზიდანის ბზრიალი, რონალდინიოს ელასტიურობა, მარადონას თეთრი ფხვნილის მაგია და როდრიგესის ‘რაღაც’, რაც საშუალებას აძლევს კარგ ფეხბურთელად იწოდებოდეს. საკმარისია კი ეს, რომ სამომავლოდ ამ გენიოსებს გაუთანაბრდეს? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს... მე მჯერა - ხამესი ამას შეძლებს!

თქვენ?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)