ხამესი: "იმედია ფალკაო "რეალში" გადმოვა"
AS-მა და Radio Caracol-მ ხამეს როდრიგესთან ინტერვიუ ჩაწერეს. "მადრიდის რეალის" ახალმა ათიანმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
რას გრძნობთ "მადრიდის რეალში" გადმოსვლიდან რამოდენიმე დღეში?
ძალიან ბედნეირი ვარ, ვინაიდან ეს ოცნებების ასრულებაა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გაგრძელდება. მოუთმენლად ველოდები თამაშს და სეზონის დაწყებას. მინდა, რომ ამ ბრწყინვალე კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო.
მოდით თავიდან დავიწყოთ. ამბობენ, რომ ბავშვობიდან გიყვარდათ ბურთი
დიახ, ეს ასეა. რაც მახსოვს, სულ მინდოდა თამაში, განსაკუთრებით მიყვარდა საგოლე გადაცემები, გოლების გატანა და მინდოდა, რომ ყველაფერში პირველი ვყოფილიყავი. "მადრიდის რეალში" სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის განვითარებაში. უბრალოდ მინდა, რომ კლუბს დავეხმარო და გამოვადგე.
როდის დაიწყეთ "მადრიდის რეალის" გუშემატკივრობა?
როცა გალაქტიკო დაიწყო. კლუბში მაშინ თამაშობდნენ ზიდანი, ბექემი, რონალდო. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან "მადრიდის რეალის" გულშემატკივარი ვარ. განსაკუთრებით მიზიდავდა ზიდანი, ვინაიდან მისი თამაშის ყურების დროს რაღაც განსხვავებული/განსაკუთრებული გრძნობა მეუფლებოდა.
ვის გსურდათ, რომ დამსგავსებოდი?
არ მსურდა, რომ ვინმეს მსგავსი ვყოფილიყავი. მომწონდა ფეხბურთელები, მაგრამ არ მინდოდა, რომ მათ დავმსგავსებოდი. მომწონდა ზიდანი, კარლოსი, რონალდო. ისინი განსხვავდებოდნენ სხვებისგან. ეხლაც მომწონს ბევრი ფეხბურთელი.
ედუარდო ლარამ, კოლუმბიელმა მწვრთნელმა, რომელმაც თქვნ 17 და 20 წლამდელებთან ერთად გათამაშათ, განაცხადა, რომ გიყვარდათ ვარჯიში და ვარჯიშის შემდეგაც რჩებოდით, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო დღეს თამაში გქონდათ.
(იცინის) ეს ასეა. დღესაც რომ ჰკითხოთ ჩემს მწვრთნელებს, ანალოგიურად გიპასუხებენ. მიყვარს სამწვრთნელო ვარჯიშის პროცესი. როცა არ ვვარჯიშობ, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. 11 წლიდან მოყოლებული ასე ვცხოვრობ და აწი ვეღარ შევიცვლები.
თქვენ გააუმჯობესეთ თავდასხმის ტექნიკა...
ეს მძიმე შრომის შედეგია, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ.. გავაუმჯობესე, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით.
ვინ გითხრათ პირველმა, რომ "მადრიდის რეალს" სურდა თქვენი შეძენა მიმდინარე ზაფხულში?
მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემით "მადრიდის რეალი" იყო დაინტერესებული, ყველაფერი გავაკეთე აქ გადმოსასვლელად. ის, რომ აქ ხარ, ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ამიტომ ყოველთვის უმაღლეს დონეზე უნდა იასპარეზო.
თქვენ დიდი ხნის მანზილზე გაკვირდებოდათ "მადრიდის რეალი"?
ასე იყო. "მადრიდის რეალი" მუდამ აკვირდება ახალგაზრდა ფეხბურთელებს. როცა დრო მოდის ყიდულობს მას. მეც მაკვირდებოდნენ და როცა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვითამაშე, გადამიბირეს კიდევაც. კლუბმა იცის, როდის უნდა იყიდოს ფეხბურთელი. მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაშიც იყო ჩემს გადაბირებაზე საუბრები, მაგრამ მე მშვიდად ვიყავი და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. მინდოდა კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის მიმეღწია.
მონაკოშიც გქონდათ პრობლემები...
"მონაკოში" პირველი ორი თვე არ მითამაშია, რაც იმის ნიშანი იყო, რომ რაღაც მაკლდა. რანიერის დიდი გამოცდილება ჰქონდა და მე უნდა დავმორჩილებოდი მის გადაწყვეტილებას. თამაში რომ დავიწყე, შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე საფრანგეში, ვინაიდან იქ გავძლიერდი ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც.
თქვენ გწვრთნიდან ფალციონი, რანიერი, ვილაშ ბოაში... რომელმა მათგანმა გასწავლათ ყველაზე მეტი?
მწვრთნელები ძალზედ მნიშვნელოვანნი არიან და თითოეულმა მათგანმა რაღაც შემატა ჩემს კარიერას. პირველთან 15 წლისა მოვხვდი და მისგან ბევრი ვისწავლე, ანდრესთანაც მშვენივრად გამომივიდა სწავლა.
რა პოზიციაზე წარმოგიდგენიათ თქვენი თავი "მადრიდის რეალში"?
სადაც მწვრთნელს სურს. შემიძლია მარჯვნივ, მარცხნივ და გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში... მომიწევს კონკურენცია გავუწიო იმ ბრწყინვალე ფეხბურთელებს, რომლებიც ამ პოზიციაზე აცხადებენ პრეტენზიაც კლუბში.
ხედავთ თქვენ თავს კლუბში?
ჯერჯერობით მე უნდა მოვიპოვო ჩემი ადგილი კლუბში. გარანტირებული აქ არაფერი არ არის. არიან აქ ფეხბურთელები, რომლებიც წლებია თამაშობენ ამ დიდებულ კლუბში და მე ამას პატივი უნდა ვცე.
რას ფიქრობთ სოციალურ ქსელში თქვენი თანაგუნდელების მიერ გამოთქმულ ქებაზე თქვენი მისამართით?
მეამაყება. ის, რომ ამდენი ვარსკვლავი ამჩნევს ჩემს სამუშაოს, ეს საამაყოა. მათ გვერდით თამაში ჩემთვის პატივია.
ელაპარაკეთ ანჩელოტის?
ჯერ არა. როცა ჩამოვლენ ტურნედან მაშინ დავილაპარაკებთ.
და მომავალი თანაგუნდელებს?
მხოლოდ კრიშტიანოს. მას მცირე ხანს ვესაუბრე. ბრწყინვალე ადამიანია და უბრწყინვალესი ფეხბურთელია. ბოლოს მას "ბაიერნთან" შეხვედრის წინ ვესაუბრე. მაშინ მან მე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები მისურვა.
როგორი იყო პრეზენტაცაზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" 45 000 გულშემატკივრის წინ გამოსვლა?
ეს განსაკუთრებული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ასეთ რამეებს ყოველდღე კი ვერ შეიგრძნობ. სტადიონზე ამდენი ადამიანის ნახვა , არ ვიცი როგორ გითხრათ... ასეთ რამეებს არასდროს არ ვივიწყებ. მინდა "მადრიდის რეალის" ისტორიას ჩემი სახელი შევმატო.
"მადრიდის რეალში" გადმოსვლამდე ბერნაბეუ თუ დაგითვალიერებიათ?
არა. ყოველთვის მინდოდა მისი დათვალიერება, მაგრამა რასდროს არ მქონია ამის დრო ან შესაძლებლობა. ეხლა უკვე შემიძლია ამის გაკეთება, როგორც კლუბის ფეხბურთელს.
მე მოვედი ისტორიულ კლუბში, რომლის უმთავრესი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვევებია. მე მიყვარს მოგება.
აღწერეთ "მადრიდის რეალი"
უბრალოდ საუკეთესო კლუბი მსოფლიოში
და "ბარსა"?
ეს დიდი კლუბია. მე მომწონს რამოდენიმე მათი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მათ.
სანამ პრეზენტაციაზე წარმოსთქვამდით, ისე რამდენჯერ გითქვამთ ცხოვრებაში 'Hala Madrid'?
სახლში, როცა კლუბის თამაშს ვუყურებდი ხშირად ვამბობდი 'Hala Madrid'-ს. ძალიან ვინერვიულე სანტიაგო ბერნაბეუზე გამოსვლისას, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
იცით თუ რას ნიშნავს "მადრიიდს რეალში" 10 ნომრიანი მაისურის ტარება?
ეს რაღაც განსაკუთრებულია. ძალიან დიდი ზეწოლაა ვიცი და იმედი მაქვს, შევძლებ ამ მაისურის ღირსეულად ტარებას.
როგორ სადებიუტო გოლზე ოცნებობთ?
როგორც ღმერთს მოესურვება, მაგრამ მინდა რომ ის გოლი "მადრიდის რეალის" გამარჯვებისა იყოს
ფალკაოზე რას გვეტყვით?
დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია აქ თამაში, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ითამაშებს თუ არა ის აქ. ეს მწვრთნელმა და პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტონ.
რამდენად კარგი იქნება კოლუმბიისთის ორი უმთავრესი ვარსკვლავის ხამესის და ფალკაოს "მადრიდის რეალში" გამოსვლა?
მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ერთმანეთს მაშინ დავშორდით, როცა მან "ატლეტიკოს" მიაშურა. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ვიცი, რომ უნდა "მადრიდის რეალში" თამაში. იმედი მაქვს გადმოვა აქ.
როგორ ფიქრობთ, როდის შედგება თქვენი დებიუტი?
შაბათს უკვე კლუბთან ერთად ვივარჯიშებ. მზად მაშინ ვიქნები, როცა წინასასეზონო მომზადებას კარგად გავივლი. ცხრა, ათი, თორმეტი დღე... როცა ანჩელოტი იტყვის, რომ მე მზად ვარ, გამოვალ მოედანზე და ვითამაშებ.
რა როლი აქვს დედათქვენ პილარს თქვენს კარიერაში?
ძალიან დიდი. ნებისმიერ თამაშში ბოლომდე მიჭერს მხარს.
და თქვენს მეუღლე დანიელას?
შვიდი წლის წინ რომ გავიცანი მას შემდეგ, სულ ჩემს გვერდითაა. როცა ცუდად ვთამაშობდი, ის მეუბნებოდა რა მქონდა გამოსასწორებელი. მან ყველაფერთან ერთად ჩემი ქალიშვილი მაჩუქა.
მზად ხართ იმისთვის, რომ შესაძლოა სეზონი სასტარტო შემადგენლობაში არ დაიწყოთ?
რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჯერ არ მივარჯიშია, მეორეც ვარჯიშებზე მაქვს დასამტკიცებელი , რომ ვიმსახურებ თამაშს. მესამეც, არიან ფეხბურთელები, რომლებიც წლებია აერთად თამაშობენ და რა თქმა უნდა, ისინი ჩემზე უფრო შეთამაშებულები არიან. მე მათ პატივი უნდა ვცე და ბოლომდე დავიხარჯო ჩემი ადგილის მოსაპოვებლად. როცა მექნება თამაშის შანსი, სწორედ მაშინ უნდა დავამტკიცო ჩემი უმაღლესი დონე.
რას ეტყოდით "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებს...
ერთადერთ რამეს, რომ მე მიყვარს ეს კლუბი და ყველაფერს გავაკეთებ მისი წარმატებისთვის. მხარი დაგვიჭირეთ და თქვენი მხარდაჭერით ტიტულებს გპირდებით.
- 31 ივლისი 2014
- 4 218
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.