ანჩელოტი კასტილიელთა გარჯით ძალიან კმაყოფილია
მადრიდის "რეალს" ამერიკულ ტურნეზე არაერთი "კანტერანო" ახლავს. ახალგაზრდების მასიურად წაყვანა იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის ინიციატივა გახლდათ...
კარლიტოს ახალგაზრდების ძალიან ეიმედება და როგორც ჩანს კასტილიელები გაცემულ ავანსებს ამართლებენ.
მთავარი მწვრთნელი კმაყოფილებას ვერ მალავს, მისი აზრით ახალგაზრდა მადრიდისტებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს, მათში მუდმივად ჩანს დიდი ენთუზიაზმი და მონდომება.
კასტილიელებთან დიდ დროს ატარებს ფერნანდო იერო, რომელიც ახალგაზრდებს ფსიქოლოგიურად ეხმარება.
გამოსარჩევია ლუკასისა და მარკუს ლიორენტეს მუშაობა. დიდი შანსია ეს ფეხბურთელები მომდევნო სეზონში მთავარ გუნდში ვიხილოთ, ყველაფერი ზინედინ ზიდანთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.
- 31 ივლისი 2014
- 2 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.