ნაჩო: „სახლში ბედნიერად ვგრძნობ თავს“
ნაჩო ფერნანდესმა „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ჩაწერა ინტერვიუ.
„სამეფო კლუბთან 6 წლიანი კონტრაქტის გაფორმებით ოცნება ამიხდა.„რეალი“ ბავშვობიდანვე ჩემი სახლი იყო და თავს ბედნიერად ვგრძნობ.იმედი მაქვს, ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.“
„კლუბთან დიდებული ურთიერთობა მაქვს.ჩემი ოჯახის წევრებიც მადრიდისტები არიან.ყოველთვის მაქვს „რეალის“ ღირსების დაცვის სურვილი.ახლა დროა, მოედანზე დავამტკიცო შესაძლებლობები.“
„რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო „ლა დესიმა.“ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გავიღეთ, რათა ტრიუმფალურად დაგვესრულებინა სეზონი.რაც შეეხება სხვა დასამახსოვრებელ მომენტებს, გამოვარჩევდი დებიუტს ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემი ძმის წინააღმდეგ თამაშს.“
„მოუთმენლად ველოდებით ახალი სეზონის დაწყებასა და ახალ გამოწვევებს.„რეალი“ ვერასოდეს დაკმაყოფილდება მიღწეულით, აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვიბრძოლებთ ექვსივე ტიტულისათვის.“
„მნიშვნელოვანი სეზონი იქნება ჩემთვისაც.პირველი გუნდის სრულფასოვანი მოთამაშე ვარ და სასტარტო შემადგენლობისათვის, მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელთან მომიწევს კონკურენციის გაწევა.ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება დიდი ნდობა მოვიპოვო.“
„„ინტერის“ წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურის გაკეთება მომიწია, რამაც ძალიან გამახარა.ეს დღე განსაკუთრებულად მეხმახსოვრება.“
„კროოსიცა და ხამესიც დიდებული მოთამაშეები არიან.იმედია, პროგრესს გააგრძელებნ და ტიტულების მოგებაში დაგვეხმარებიან.“
„დარწმუნებული ვარ, ზიდანი და კასტილია წარმატებას მიაღწევს.“
„კიდევ ერთხელ ვულოცავ მადრიდისტებს „ლა დესიმას.“თქვენ გარეშე ვერაფერს მივაღწევდით.ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა.“
RealMadrid.Com
- 30 ივლისი 2014
- 1 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.