ვარანს გაუმართლა
რაფაელ ვარანი ვარჯიშს უბრუნდება.
მუხლის ტრავმის შემდეგ რაფაელ ვარანი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა და მას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ფორმაში ჩასადგომად. საბოლოოდ თავდაუზოგავმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და მუნდიალზე გამგზავრებაც შეძლო, სადაც იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო დაცვის ცენტრში.
ვარანი პირველ აგვისტოს გაანახლებს ვარჯიშს. ფრანგ ცენტრალურ მცველს პერსონალურად ავარჯიშებს ფერნანდო იერო, რომელიც წლების მანძილზე სამეფო კლუბის მცველი და კაპიტანი იყო.
ფრანგ მოთამაშეს ძალიან გაუმართლა, იგი სრულ მზადყოფნაში იმყოფება, ამასთანავე მაგალითს აიღებს ლეგენდისგან, რომელიც დღევანდელ დღეს კარლო ანჩელოტის თანაშემწედ გვევლინება.
Defensacentral.com
- 30 ივლისი 2014
- 1 905
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.