იერო : "საგანგაშოს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ"
კარლო ანჩელოტის თანაშემწე, სამეფო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი აცხადებს, რომ პრე-სეზონის მატჩების უარყოფითი შედეგით დასრულება საგანგაშო ნამდვილად არ არის...
"სანერვიულოს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. გუნდი ინტენსიურად ემზადება და 12 აგვისტოს დაპირისპირებისთვის ყველაფერს აკეთებს."
"კარლო ანჩელოტი ოპტიმალურ შემადგენლობას ეძებს, ჯერ-ჯერობით სრულყოფილი გუნდი ვერ ვარჯიშობს, ეს ფუფუნება კლუბს რამდენიმე დღეში ექნება, შემდეგ კი დასკვნების გამოტანა ბევრად უფრო რეალური გახდება."
"ჩვენი მიზანი სუპერ თასის მოგებაა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. წინ კიდევ 2 კვირა დარჩა, ამ ხნის განმავლობაში კლუბი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და წარმატების მიღწევას შეეცდება."
"მილანის "ინტერთან" და რომის "რომასთან" განცდილი მარცხი ნამდვილად ვერ მოგვაქცევს ფსიქოლოგიურ წნეხში. სულ მალე მანჩესტერ "იუნაიტედთან" მოგვიწევს პაექრობა, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ, თუმცა არც წაბორძიკების შემთხვევაში გვექნება ნერვიულობის საფუძველი."
"ახალწვეულებს მოუთმენლად ველით, ისინი უდიდეს სამსახურს გაგვიწევენ."
"კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით ძალიან ვფრთხილობთ. არ გვსურს, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რაიმე სახის რისკზე წასვლა მოინდომოს, რადგან ის უდავო ლიდერი გახლავთ, რომელიც "ბლანკოსს" უკვე რამდენიმე წელიწადია უდიდეს დახმარებას უწევს."
"იკერ კასილასი შესანიშნავად გაისარჯა, ის სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა კლუბს და უკვე მოახერხა მოედანზე გასვლა და შთაბეჭდილების მოხდენა."
"გარეთ ბეილი საუკეთესო კონდიციაში სულ მალე შევა, უელსელი ფეხბურთელი გაათმაგებული ძალებით ვარჯიშობს, რაც ძალიან დასაფასებელია."
- 30 ივლისი 2014
- 2 046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.