არბელოა : "გუნდი მუშაობას განაგრძობს"
ალვარო არბელოას განცხადებით, "რომასთან" მარცხმა ყველა ფეხბურთელს გული დაწყვიტა, მაგრამ ეს გადამწყვეტი ნამდვილად არ გახლავთ...
"კლუბმა კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ეს რეზულტატზე არ აისახა. ვერაფერს ვიზამთ, გული დაგვწყდა, რომ წავაგეთ, თუმცა ყურების ჩამოყრის დრო ნამდვილად არ არის, წინ მთელი სეზონია."
"მსოფლიო ჩემპიონატის გამო კარლო ანჩელოტიმ ყველა ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშის ჩატარება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. კლუბში სიცარიელე ნელ-ნელა ივსება, აგვისტოს პირველ რიცხებში სრულყოფილ კოლექტივს მივიღებთ."
"სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და პრე-სეზონს ვაგრძელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის სესიები, რომელსაც ყოველდღიურად ვმართავთ. დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ."
"ტონი კროოსი საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ჩვენ განვლილ მუნდიალზეც ვიხილეთ, გერმანელი მოთამაშე შესანიშნავად ფლობს ბურთს, იგივეს თქმა შეიძლება ხამეს როდრიგესზე, რომელმაც კოლუმბიის ნაკრებში ყველა გააოცა და 6 ბურთის გატანა მოახერხა, რაც არც ისე იოლი საქმე გახლავთ. დარწმუნებული ვარ შენაძენები გაამართლებენ."
"დიეგო ლოპესის და იკერ კასილასის კონკურენცია კვლავაც გრძელდება. ორივე დიდებული კიპერია. მადრიდის "რეალს" შეუძლია იამაყოს ამ ორი პიროვნებით. შარშან ლა ლიგაში ლოპესი დარაჯობდა კარს, ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე კი იკერი. არ ვიცი როგორ გადანაწილდება როლები მომდევნო სეზონში , თუმცა დარწმუნებული ვარ ანჩელოტი ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს."
"ორივე მეკარემ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს."
- 30 ივლისი 2014
- 1 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.