კარლო : "გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ"

რომის "რომასთან" მარცის შემდეგ, კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს შეხვდა და პრეს-კონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, თუმცა რეზულტატი თავისთავად არასახარბიელო იყო...

"გუნდი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა და რაც მთავარია ინტენსიური თამაში გვაჩვენა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თამაში ორგანიზებული იყო."

"ბიჭებმა ვარჯიში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს. გასაგებია, რომ პრე-სეზონში გამართული ორივე დაპირისპირება წავაგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, სულ მალე იხილავთ "ბლანკოსს", რომელიც კარგ შედეგებს დადებს."

"გუნდს ფეხბურთელები პირველ და ხუთ აგვისტოს შემოუერთდებიან, შემდეგ კი სრულ სახეს მივიღებთ და გაცილებით პროდუქტიულები გავხდებით. უმნიშვნელოვანესი იქნება ფეხბურთელთა მონდომება, რადგან სუპერ თასის ფინალამდე 2 კვირაა დარჩენილი. ვთვლი, რომ ეს დრო მოთამაშეებს კონდიციების ასაკრეფად ეყოფათ."

"სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი კლუბის თამაშის ხარისხის გაზრდაა. კიდევ ერთი თვეა იმისთვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ვნახოთ რა იქნება."

"კრიშტიანო რონალდუ მისაბაძი ფეხბურთელია, იგი დღეში რამდენჯერმე ვარჯიშობს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მალე ჩადგეს მწყობრში. იმ შემთხვევაში თუ მონაცემებზე დამაკმაყოფილა, პორტუგალიელი "იუნაიტედთან" შესაძლოა ვათამაშო, მაგრამ სიჩქარე არაფერს მოგვიტანს, ჯერ-ჯერობით დაკვირვების პროცესში ვარ."

  • Hala
  • 30 ივლისი 2014
  • 2 241
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)