ხედირას ახალი მსურველი გამოუჩნდა
გამოცემა Marca დღევანდელ ნომერში წერს, რომ სემი ხედირას შესაძლებლობებით „ბაიერნია“ დაინტერესებული.
გერმანულ კლუბს კონკრეტული გეგმა აქვს არაბი ფესვების მქონე მოთამაშესთან მიმართებაში.„რეკორდმაისტერის“ სურვილია, რომ ხედირა კიდევ 1 წლით დარჩეს სამეფო კლუბში, ხოლო უკვე მომავალ საზაფხულო ფანჯარაზე კი, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს მადრიდი.
რამდენად გაითვალისწინებს ფეხბურთელი თანამემამულეების აზრს უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე, მის ირგვლივ აქტიურად აღარ ჩნდება სატრანსფერო სიახლეები.
- 30 ივლისი 2014
- 1 970
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.