სამხრეთ ამერიკელების დილემა
მოგეხსენებათ, "უეფას" გადაწყვეტილებით, ჩ/ლიგის მომდევნო სეზონის ფინალი 6 ივნისს გაიმართება.
აღნიშნული თარიღიდან ზუსტად 5 დღეში, სტარტს აიღებს 2015 წლის "კოპა ამერიკას" გათამაშება."ფიფას" რეგულაციებით კი, სამხრეთ ამერიკულმა ნაკრებებმა, ტურნირის დაწყებამდე 15 დღით ადრე უნდა შეკრიბონ შემადგენლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ "რეალი," "ბარსელონა" ან სხვა რომელიმე კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ფინალში გავიდა, გამორიცხულია ისეთი მოთამაშეების მოედანზე ხილვა, როგორებიც არიან მესი, ხამესი, დი მარია, მარსელო, ნეიმარი და ა.შ.
იმედია, ფეხბურთის ორგანიზაციები წესებს შეცვლიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ქაოსი შეიქმნება.
- 28 ივლისი 2014
- 3 216
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.