Marca: „პსჟ“-მ დი მარია 65 მილიონ ევროდ შეიძინა
სამეფო კლუბმა ფრანგულ კლუბთან შეთანახმებას მიაღწია.
გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის ახნელ დი მარიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა. პარიზული კლუბი არგენტინელს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.
როგორც გაირკვა, პარიზელები აღნიშნული ტრანსფერის განცხორციელებამდე ხავიერ პასტორესა და ესეკილემ ლავესის შეელევა, რათა არ მოხდეს ფეირ-პლეის წესების დარღვევა.
დი მარია „პსჟ“-სთან 5 წლიან კონტრაქტსა და 8 მილიონ ევრო წლიურ ანაზღაურებას გააფორმებს. ფრანგულ კლუბს 26 წლის ფეხბურთელის გადაბირება 65 მილიონო ევრო დაუჯდა.
Marca
- 26 ივლისი 2014
- 5 855
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.