კავანი : "რეალში თამაში არ მსურს"
ურუგვაელი ფორვარდი, ედინსონ კავანი აცხადებს, რომ მადრიდის "რეალში" თამაში არ სურს და თუ პარისენჟერმენს დატოვებს, მხოლოდ პრემიერლიგისკენ აიღებს გეზს...
"უდიდესი პატივისცემის მიუხედავად "რეალმა" რომც შემომთავაზოს, მათ შემადგენლობას არ შევუერთდები, რადგან ესპანეთის ჩემპიონატი არ მიზიდავს."
"ვფიქრობ, ინგლისს საუკეთესო ჩემპიონატი აქვს, სადაც თითოეული გუნდი ბოლომდე იბრძვის, იგივეს თქმა შემიძლია იტალიაზეც, თუმცა იქ დონემ აშკარად დაიწია."
"კარლო ანჩელოტი ბრწყინვალე მწვრთნელია და ეს მან არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა "ბლანკოსში" ასპარეზობა ჩემი მიზანი არ არის. ვთვლი, რომ პრიმერაში ვერ ვიქნები ეფექტური."
"კატალონიის "ბარსელონამ" ლუის სუარესი შეიძინა, მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ."
"როგორც "ბლაუგრანა", ასევე "რეალი" დიდ ძალას ქმნიან, ასე რომ საინტერესო დაპირისპირებების მომსწრენი გავხდებით."
- 26 ივლისი 2014
- 2 809
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.