გეგმა "ბ" ჩავარდა, დროგბა "ჩელსიში" დაბრუნდა
მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი კანდიდატურა კოტდიუვარელი ფორვარდი, დიდიე დროგბა გახლდათ...
ესპანელი პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა გამოცდილი წინახაზელის დამატებას, თუ აგვისტოს ბოლომდე ახალი თავდამსხმელის ყიდვას ვერ მოახერხებდა.
ესპანეთში თვლიდნენ, რომ დროგბას სეზონში 20-25 დაპირისპირების გამართვა თავისუფლად შეუძლია და ერთ წლიანი კონტრაქტი ურიგო არ იქნებოდა, თანაც არავის ექნებოდა პრეტენზია მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ყოფნაზე.
თუმცა ვარაუდი მაშინაც იყო იმისა, რომ ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსის" მიაშურებდა, რადგან ჟოზე მოურინიო სერიოზულ ინტერესს გამოთქვამდა.
როგორც ჩანს გეგმა "ბ" ჩავარდა, რადგან დიდიემ გეზი სწორედ ნისლიანი ალბიონისკენ აიღო და "ჩელსის" ფორმა მოირგო, აქედან გამომდინარე სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ უფრო დიდი ძალების მოკრება მოუწევს შემტევის დასამატებლად.
- 26 ივლისი 2014
- 2 037
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.