"ეინდჰოვენს" ისკოს არენდით წაყვანა სურს
ჰოლანდიური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ პსვ "ეინდჰოვენს" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ისკო ალარკონის წაყვანა სურთ...
ჰოლანდიელები მზად არიან ფეხბურთელის 1 წლით დამატებით სანაცვლოდ ფლორენტინო პერესს 5.7 მილიონი ევრო შესთავაზონ, თავად ფეხბურთელი კი გასამრჯელოს სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.
კარლო ანჩელოტისთვის ახლანდელი კონკურენციის პირობებში ოპტიმალური უნდა იყოს ახალგაზრდა ნახევარმცველის გაშვება, რადგან ისე "ერედივიზიონში" კიდევ უფრო გამოცდილი გახდება და სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება, მაგრამ რას ფიქრობს თავად ფეხბურთელი და პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მეორე საკითხია.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 26 ივლისი 2014
- 1 429
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.