რონალდუს განუკურნებელი დაავადება
სამეფო კლუბის პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდუ და მისი განუკურნებელი დაავადება...
ის "შვიდიანი" წარმატების სენითაა შეპყრობილი ყველამ ძალიან კარგად იცის. თითოეული გოლი თუ ასისტი პორტუგალიელისთვის უმნიშვნელოვანესია. იგი ძალიან ჯიუტი და აგრესიულია მაშინ, როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება. გთავაზობთ სხვადასხვა ფეხბურთელისა თუ ექსპერტის შეფასებებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
კანავარო
კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია. მას ყოველთვის აქვს გამარჯვების ჟინი, რაც უდავოდ დადებით თვისებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დარწმუნებული ვარ "რეალში" მისი წასვლის შემდეგ უამრავი გულშემატკივარი დარჩება გულნატკენი.
კიჭა
მსიამოვნებს, რომ კიდევ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც მაისურზე Ronaldo აწერია, პორტუგალიელი დიდებულია. მახსოვს მისი მანჩესტერული კარიერა, მახსენდება ფაქტები, როდესაც ის უდიდესი სიჯიუტესა და ბრძოლისუნარიანობას იჩენდა. კრიშტიანო გამარჯვების სენითაა შეპყრობილი, მას განუკურნებელი დაავადება სჭირს, რომელსაც ალბათ არასდროს არაფერი ეშველება.
ალფრედო რელანო
რონალდუ უბრალოდ გენიოსია, სხვანაირად მას ვერ შეაფასებ. არ არსებობს საფეხბურთო კომპონენტი, რომელშიც მას რამე დაეწუნება. მისნაირები იშვიათად იბადებიან.
რიო ფერდინანდი
კრიშტიანო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მოვა 22-ე საუკუნეც და ის ლეგენდად იქნება შერაცხული. პორტუგალიელი სტილის ფეხბურთელები ყოველთვის სჭირდება სპორტის ამ სახეობას იმისათვის, რომ ულამაზესი იყოს.
- 24 ივლისი 2014
- 45 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.