გვარდიოლა: "კროოსის დარწმუნებას ვცდილობდი, მაგრამ"
პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად ტონი კროოსზეც გააკეთა მცირე განცხადება
"ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მისი მწვრთნელობა. მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის ოჯახს, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ სამსახურისთვის, რაც წინა სეზონში გასწია"-განაცხადა გვარდიოლამ.
"ბევრი პრობლემა გვქონდა წინა სეზონში, მაგრამ ის მუდამ აქ იყო და გვეხმარებოდა. ბევრი ვეცადეთ მის დარწმუნებას, რომ დარჩენილიყო, მაგრამ მე მესმის მისი. ის ახალგაზრდაა და ახალი გამოწვევები სურს. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ჩვენ მას პატივი უნდა ვსცეთ. იმედი მაქვს ის ბედნიერია მადრიდში"-დასძინა გვარდიოლამ.
წყარო: AS
- 24 ივლისი 2014
- 3 061
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.