33 მლნ. ერთ დღეში

"24 საათის მანძილზე საერთო ჯამში 345 000 ხამეს როდრიგესის მაისური გაყიდა, რომლის ღირებულებამაც 33,4 მლნ. ევრო შეადგინა, საიდანაც "მადრიდის რეალის" ბიუჯეტში 40% ანუ 13 მლნ. ევრო შევიდა.

ხამეს როდრიგესის ირგვლივ კვლავ აჟიოტაჟია "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებში. ყველაფერი ნათლად მისი პრეზენტაციის დროს გამოჩნდა, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 40 000-მდე გულშემატკივარი მივიდა. კვლევებმა აჩვენეს, რომ პრეზენტაციის დღეს 24 საათის მანძილზე 345 000 ხამეს როდრიგესის 10 ნომრიანი მაისური გაიყიდა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.

მარკეტინგული კომპანია Euromericas-ს მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ საშუალოდ აღნიშნული მაისურების ფასი 97 ევროს შეადგენს, რაც საბოლო ჯამში 33,4 მლნ. ევროს გვაძლევს, აქედან 40% კლუბის ბიუჯეტში მიდის, რაც 13,36 მლნ. ევროა. როგორც ციფრებიდან ჩანს, კლუბი შეუდგა ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ გადახდილი თანხის ამოღებას.

  • shvela
  • 24 ივლისი 2014
  • 3 097
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 14
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ალვარესი 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (17)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)