ლონდონელები მადრიდში მიდიან
Fox Sport-ის ინფორმაციით ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა ესპანეთის დედაქალაქში ოფიციალურ შემადგენლობას შეხვდება...
"მეთოფეები" ორ რაუნდიან მოლაპარაკებას გეგმავენ. პირველ რიგში ისინი ემილიო ბუტრაგენიოს შეხვდებიან და გარკვეულ დეტალებს შეათანხმებენ, შემდეგ კი ვახშამი შედგება, სადაც მასპინძლად ფლორენტინო პერესი მოგვევლინება.
ინგლისელები იკერ კასილასის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მათ 3 წლიანი კონტრაქტი ჰქონდათ გამზადებული ესპანელი ფეხბურთელისთვის და წლიურად 9 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა ახალი ინფორმაციით პირობები შეიცვალა და გუნდი იკერს 5 წლით სთხოვს ბედის დაკავშირებას.
ფლორენტინო პერესსა და იკერ კასილასს შორის შეხვედრა ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. სავარაუდოდ კაპიტანი პრეზიდენტს იქამდე გაესაუბრება, სანამ "მეთოფეებთან" დიალოგი დაიწყება.
- 24 ივლისი 2014
- 1 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.