"ვალენსია" VS "მადრიდის რეალი" -Preview
სრული დასახელება: Valencia Club de Futbol, S.A.D
ქალაქი: ვალენსია (ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება)
დაარსების წელი: 1919
სტადიონი: მესტალია (ტევადობა: 55 000 მაყურებელი)
პრეზიდენტი: მანუელ ლორენტე
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი
ზედმეტსახელი: Ches, Xotos .
მიღწევები: ესპანეთის 6 გზის ჩემპიონი, სამეფო თასის 7 გზის მფლობელი, ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული (1999 წ), უეფას ჩემპიონი (2004 წ), თასთა თასების მფლობელი (1980 წ), ინტერტოტოს გამარჯვებული (1998 წ), სეგუნდა დივიზიონის ორგზის ჩემპიონი (1931 და 1987 წწ.)

„მადრიდის რეალის“ ბოლო გასვლითი ტური „მესტალიაზე“ შედგა წინა წელს და რაც ყველაზე საინტერესოა, ის ციკლი „ბლანკოსებმა“ სწორედ ზემოთხსენებული გასვლითი შეხვედრით ჩაამთავრეს.ანალოგიური რამ ხდება წლევანდელ სეზონშიც, „მადრიდის რეალი“ სწორედ დღევანდელი შეხვედრით ასრულებს პრიმერა დივიზიონის 2009/10 წლების სეზონის პირველ წრეს. მოგების შემთხვევაში „მადრიდის რეალი“ თავს დააღწევს მესამე ადგილს ექვს ქულიანი სხვაობით, ხოლო წაგების შემთხვევაში კი „ბარსელონასთან“ სხვაობა 8 ქულამდე გაიზრდება. გამომდინარე თამაშის წინ არსებული სიტუაციიდან , შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში ფრე ნაკლებადაა მოსალოდნელი, ვინაიდან დარწმუნებულნი იყავით, რომ ორივე კლუბი მაქსიმუმს გაიღებს სასურველი შედეგის მისაღწევად.
„ვალენსიას“ ამ ეტაპზე აღმავლობის ხანა უდგას, კლუბი შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში საუკეთესო თამაშს უჩვენებს. წინა წლის ტრიომ(ვილია, სილვა და მატა) ტრანსორმაცია განიცადა და გადაკეთდა კვარტეტად–წინა პლანზე წამოიწია პაბლო ერნანდესმა. საუკეთთესოდ შეეწყო კლუბს იჯარიდან დაბრუნებული ევერ ბანეგა– არგენტინელი ხავისა და მესის გვერდით ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტად გვევლინება–მის ანგარიშზე ხუთი საგოლე გადაცემაა. შესაშური წესრიგია დამყარებული დაცვით ხაზში, რომელსაც ამაგრებენ დეალბერტი და დავიდ ნავარო, როგორც იქნა ე.წ. „მეორე ახალგაზრდობის“ დრო დაუდგა სესარ სანჩესს, რომელმაც მრვალწლიანი მმოგზაურობების შემდეგ, როგორც იქნა იპოვა საკუთარი კლუბი.
ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის ხელმძღვანელების მიერ მიღებულ სწორად გადაწყვეტილებებს, როცა კლუბის ხელმძღვანელმა მანუელ ლორენტემ ყველა ძალა იხმარა იმისთვის, რათა ამ ზაფხულს ყველა ლიდერი დარჩენილიყო „მესტალიაზე“. მიუხედავად იმისა, რომ ლორენტესეული კლუბი ვერ დაიკვეხნის ბევრი მიღწევებით, წლევანდელ სეზონში ისინი იმ თამაშით , რომელსაც ეხლა უჩვენებენ, ოქროს მედლების მპოვების ერთ–ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მადრიდის რეალს“ კიდევ ერთხელ მოუწევს პირდაპირ კონკურენტთან ბრძოლა , შეგახსენებთ, რომ ორ ასეთ კონკურენტთან უკვე ითამაშა სამეფო კლუბმა და ორივე შეხვედრა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დათმო.
მაგრამ ყველაფერი ისე ადვილად როდია „ვალენსიაში“, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. უპირველეს ყოვლისა–შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს დავიდ სილვა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „მადრიდის რეალს“ კაკა დააკლდება , ამ მხირვ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კლუბი ბარი ბარშია. მეორე– „ვალენსიამ“ დაკარგული ქულებიდან უმრავლესობა სწორედ საშინაო შეხვედრებში დაკარგა, რაზეც მეტყველებს ფრე „სპორტინგთან“, „ბარსელონასთან“ და „მალიორკასთან“ . ეს ის შეხვედრებია, როცა „ღამურები“ დომინირებდნენ მოედანზე და მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში ჯობნიდნენ. ყველა ეს დაკარგული ქულა კი ემერის კისერზეა, ვინაიდან მან ვერ შეძლო სწორი შემადგენლობის დაყენება, ან განახორციელა უიღბლო შეცვლები. ბასკი სპეციალისტი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთ ვერ გასვლას მას არ აპატიებენ. გარკვეული პრობლემებია დაცვის ხაზშიც.
უკან დარჩა უმძიმესი მოგება „სან მამესზე“ , წინ კიდევ არის მატჩი „ბლანკოსების“. „დეპორტივოს“, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ლა ლიგაშ, ხოლო სამეფო თასზე კი ორტურიანი შეხვედრა იმავე „დეპორტივოსთან“, ასე რომ „ვალენსიას“ ძალიან რთული კალენდარი აქვს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, რაც კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას ევროპის გრანდებს განახორციელონ ძლიერი ფინანსური ზეწოლა ვილიას, მატასა და სილვას გადმოსაბირებლად. როგორც ჩანს, ვილასთან დაკავშირებულ საგას დასასრული არც ამ სატრანსფერო ფანჯრისას ექნება. ყველაფრის ჩათვლით ამ მრავალსერიულმა საგამ უკვე გადაფარა მენდიეტას ტრანსფერთან დაკავშირებული საპნის ოპერა.

„ვალენსია“ პრიმერა დივიზიონის ერთ–ერთი ყველაზე „ესპანური“ კლუბია ხიხონის „სპორტინგთა“ ერთად. მიუხედავად იმისა , რომ კლუბის შემადგენლობაში შვიდი ლ;ეგიონერი ირიცხება, მისი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ათი ესპანელი გვევლინება, საიდანაც ნახევარზე მეტი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან. ეროვნული ნაკრებების ასეთი დიდ წევრთა რაოდენობით მხოლოდ „ბარსელონა“ და „მადრიდის რეალი“ თუ დაიკვეხნიან. ანუ „ვალენსია“ ერთ–ერთი იმ სამთაგანია, რომლის ფეხბურთელებზეც დგას ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრები. და თუ „მადრიდის რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელები აყალიბებენ ესპანეთის ეროვნული ნაკრების დაცვისა და ხახევარდაცვის ხაზს, „ვალენსია“ საკუთარ თავზე იღებს შეტევის ხაზის ჩამოყალიბებას. ამის ნათელი მაგალითია დავიდ ვილია, რომელიც ბოლო სამი წელია შესანიშნავ სეზონს ატარებს. ამ ფეხბურთელს სულ რაღაც 9 გოლი დარჩა რაულის რეკორდის დასამხობად (44 გოლი ეროვნული ნაკრების რიგებში).
ბოლო წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდით ახალი „ვალენსიას“ გამოჩენას. ეს უკვე არაა ის ცივსისხლიანი კლუბი, რომელიც იყო კუპერისა და ბენიტესის ეპოქის დროს.
„ვალენსიასა“ და „მადრიდის რეალს“ დიდი ხნის ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ. ორივე კლუბს 19 საერთო ფებხურთელი ყავდა. მოდით გადავხედოთ აქედაბ ყველაზე ცნობდა ფებხურთელთა სიას, რომელთაც ქონდათ პატივი ეთამაშათ ორივე კლუბში, ესენი იყვნენ: კიკე სანჩეს ფლორესი, სანტიაგო კანისარესი, პრედრაგ მიატოვიჩი, ივან კამპო, ლუის მილია, სესარ სანჩესი, ფერნანდო მორიენტესი....

ამ კლუბებს საერთო მწვრთნელებიც ყავდათ: შეიძლება გავიხსენოთ იუგოსლავიელი სპეციალისტი მილიანმილიანიჩი, რომელიც „მადრიდის რეალს“ 70–იანი წლების დასაწყისი წვრთნიდა. ალფრედო დი სტეფანო ისეთივე დიდი და განუმეორებელია „ვალენსიასთვის“, როგორც „მადრიდის რეალისთვის“, მწვრთნელის რანგში დი სტეფანო „ვალენსიას“ შვიდი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ჩაატარა 207 შეხვედრა მწვრთნელის რაგში, რაც კლუბის რეკორდია.
90–იანი წლების დასაწყისში კლუბებს შორის ურთიერთობა ნორმალური იყო და ერთიდან მეორე კლუბში გადასვლა არანაირ რეაქციას არ იწვევდა. ურთიერთობის გაფუჭება 1990 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა ტრადიციულ წინასასეზონო ტურნირზე სახელწოდებით Copa de Naranja, „მადრიდის რეალმა“ ჯონ ტოშაკის ხელმძრვანელობით „ვალენსია“ სამარცხვინო ანგარიშით 7:1 დაამარცხა და თან „მესტალიაზე“! სამარცხვინო და დამამცირებელი აქ იყო ის, რომ ტოშაკმა მოედანზე გამოუშვა კანტერას ფეხბურთელები.
ამის მერე კლუბების ისტორიაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. იყო აგრეთვე ცნობილი 0:6 „სანტიაგო ბერნაბეუზე“ (სამეფო თასი 1999 წ), განადგურება 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზში და უარი მიეყიდათ „მადრიდის რეალისთვის“ მენდიეტა და რობერტო აიალა. არც ისე შორეული მარცხი მესტალიაზე 1:5 , მატას სკანდალური გადასვლა და ბოლოს გასაოცრად მშვიდი გადასვლა რაულ ალბილოს „მადრიდის რეალში“. როგორც ჩანს ეს არაა საზღვარი, ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავიდ სილვა ამ ზამთრის სატრანსფერი ფანჯრისას „რეალის“ რიგებში ამოყოფს თავს, როგორც ცნობილია, ზამთარი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.

რამდენიმე სტატისტიკური მონაცემები კლუბების შესახებ
ვალენსია
სულ თამაში 13
სახლში 6
გასვლაზე 7
მოგება (სულ) 8
ფრე (სულ) 4
წაგება (სულ) 1
მოგება (სახლში) 2
ფრე (სახლში) 4
წაგება (სახლში) 0
მოგება (გასვლაზე) 6
ფრე (გასვლაზე) 0
წაგება (გასვლაზე) 1
თამაშები თვეების მიხედვით
აგვისტო
თამაში 1
მოგება 1
წაგება 0
ფრე 0
სექტემბერი
თამაში 4
მოგება 1
წაგება 1
ფრე 2
ოქტომბერი
თამაში 3
მოგება 2
წაგება 0
ფრე 1
ნოემბერი
თამაში 4
მოგება 3
წაგება 0
ფრე 1
დეკემბერი
თამაში 1
მოგება 1
წაგება 0
ფრე 0
ყველაზე დიდი საშინაო მოგება: 2:0 („სევილია“) და 3:1 („რეალ სარაგოსა“)
ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: 3:1 („ხეტაფე“)
გატანილი/გაშვებული გოლები დროის მიხედვით
0–15
გატანილი: 2
გაშვებული: 2
16–30
გატანილი: 6
გაშვებული: 2
31–45
გატანილი: 4
გაშვებული: 1
46–60
გატანილი: 8
გაშვებული: 1
61–75
გატანილი: 2
გაშვებული: 4
76–90
გატანილი: 3
გაშვებული: 3
მადრიდის რეალი
სულ თამაში 13
სახლში 7
გასვლაზე 6
მოგება (სულ) 10
ფრე (სულ) 1
წაგება (სულ) 2
მოგება (სახლში) 7
ფრე (სახლში) 0
წაგება (სახლში) 0
მოგება (გასვლაზე) 3
ფრე (გასვლაზე) 1
წაგება (გასვლაზე) 2
თამაშები თვეების მიხედვით
აგვისტო
თამაში 1
მოგება 1
წაგება 0
ფრე 0
სექტემბერი
თამაში 4
მოგება 4
წაგება 0
ფრე 0
ოქტომბერი
თამაში 4
მოგება 2
წაგება 1
ფრე 1
ნოემბერი
თამაში 3
მოგება 2
წაგება 1
ფრე 0
დეკემბერი
თამაში 1
მოგება 1
წაგება 0
ფრე 0
ყველაზე დიდი საშინაო მოგება: 5:0 („ხერესი“)
ყველაზე დიდი გასვლითი მოგება: 0:3 („ესპანიოლი“)
ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: 2:1 („სევილია“), 1:0 („ბარსელონა“)
გატანილი/გაშვებული გოლები დროის მიხედვით
0–15
გატანილი: 4
გაშვებული: 0
16–30
გატანილი: 5
გაშვებული: 2
31–45
გატანილი: 3
გაშვებული: 2
46–60
გატანილი: 6
გაშვებული: 3
61–75
გატანილი: 4
გაშვებული: 2
76–90
გატანილი: 9
გაშვებული: 2
- 12 დეკემბერი 2009
- 3 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.