ადრიანო გალიანი მადრიდში მიდის?
გავრცელებული ინფორმაციით, ადრიანო გალიანი მომდევნო დღეებს ესპანეთის დედაქალაქში გაატარებს, სადაც ის სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდება...
"როსონერის" ხელმძღვანელს ესპანელ პრეზიდენტთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, ისინი მეგობრები არიან, რასაც ხელი პირველ რიგში სატრანსფერო შეთანხმებებმა შეუწყო.
იტალიელებს ისკო ალარკონის დამატება სურთ, რასაც მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, სწორედ აქედან გამომდინარე "შავ-წითლებმა" პირისპირ შეხვედრა და ისე საუბარი არჩიეს.
იტალიელები ესპანელი ახალგაზრდის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიან და თავად მოთამაშეს საკმაოდ სოლიდურ ხელფასს პირდებიან.
ალარკონის თამაში ძალიან მოსწონს ფილიპო ინძაგის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 23 ივლისი 2014
- 2 950
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.