"ინტერი" ანხელს წლიურად 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანხელ დი მარიას შეძენის მსურველებს კიდევ ერთი კლუბი დაემატა მილანის "ინტერის" სახით...
იტალიელები ფიქრობენ, რომ არგენტინელი მოთამაშის ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში სკუდეტოსთვის ბრძოლა შეეძლებათ, ამიტომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ოდენობის თანხას შესთავაზებს "ინტერის" ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესს, თუმცა "შავ-წითლებს" ანხელის მოხიბვლა წლიურად 7.5 მილიონიანი წინადადებით სურთ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით არგენტინელ მოთამაშეს კლუბიდან წასვლა სწორედ ხელფასის სიმცირის გამო სურს, ის მხოლოდ 4 "ლიმონს" სჯერდება, ინტერში კი მას თითქმის გაორმაგებულ სარგოს სთავაზობენ.
- 23 ივლისი 2014
- 2 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.