ალბიოლი:"ძალიან მინდა დღევანდელი დღით სიამოვნება მივიღო"
რაულ ალბიოლისთვის დღევანდელი შეხვედრა "მესტალიაზე", სპეციფიურ ხასიათს ატარებს, რადგან სწორედ "ვალენსიადან" გადმობარგდა ის მადრიდში...
"მე უკვე შევეჩვიე მადრიდში ცხოვრებას. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს თანაგუნდელებს, ისინი ყველაზე მეტად დამეხმარნენ ახალ გუნდთან შეგუებაში... რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი."
"ითამაშო მადრიდის "რეალში", ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. დარწმუნებული ვარ სწორი არჩევანი გავაკეთე, სამეფო კლუბს რომ შევუერთდი. სწორედ ამ გუნდში მიაღწევს ჩემი საფეხბურთო დონე მაქსიმალურ ეტაპს."
"შესანიშნავი გრძნობა გახლავთ "ღამურებში" ასპარეზობა, მაგრამ ორმაგი ემოცია და სიხარულია მადრიდისტების მხარ და მხარ ბრძოლა. გუნდმა შესანიშნავად მიმიღო, მეც ჩემს მხრივ ყველაფერს ვაკეთებ, რომ წარმატებებს მიავაღწიო მადრიდის "რეალთან" ერთად. განსაკუთრებით მხიბლავს გულშემატკივარი, ასეთი ფანები არც ერთ გუნდს არ ყავს."
"დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება ჩემი პირველი სტუმრობა "მესტალიაზე", მეტოქის ამპულაში. "ვალენსია" ნებისმიერი გუნდისთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. ისინი კარგ ფებურთს თამაშობენ და ჩვენთანაც ეცდებიან ქულათა მარაგის გაზრდას. რატომღაც მგონია, რომ ლამაზ გამარჯვებას მივაღწევ ჩემი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ."
"მე ძალიან მინდა სამეფო კლუბთან ერთად ლა ლიგის მოგება, როგორც "ღამურებთან" ერთად კოპა დელ რეი მოვიგე... იმედი მაქვს დღევანდელი დღით სიამოვნებას მივიღებ."
ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: kevlisha
- 12 დეკემბერი 2009
- 3 335
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.