"მილანი" ისკოს კვირაში 195.000 ევროს სთავაზობს
იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ფილიპო ინძაგი ხელმძღვანელობას ისკო ალარკონის შეძენა სთხოვს...
პრესაზე დაყრდნობით ადრიანო გალიანი მზად არის ესპანელ ნახევარმცველს კვირაში 195.00 ევრო შესთავაზოს, რაც საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოდ ითვლება.
ალარკონის შესაძლებლობა ეძლევა წლიურად საშუალოდ 9.5-10 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, რაც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მას სამეფო კლუბში აქვს.
თავად მოთამაშეს სანაცვლოდ "როსონერის" ბოსები 25 მილიონ ევროს იმეტებენ.
ხამეს როდრიგესის ტრანსფერის დადასტურების შემთხვევაში ახალგაზრდა გამთამაშებლის წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება, აქედან გამომდინარე დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 22 ივლისი 2014
- 2 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.