სანაკრებო კარიერა მადრიდის "რეალის" გამო დავასრულე

ჩაბი ალონსომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრები საკლუბო ტურნირებზე ძალების მობილიზების მიზნით დატოვა...

"მუნდიალი ჩვენთვის ცუდად დასრულდა, თუმცა დამერწმუნეთ დიდი ენერგია დავხარჯე, რისი აღდგენაც უკვე მოვახერხე და ახლა კლუბთან ერთად ვიმყოფები."

"ეროვნული ნაკრები ძალიან დიდი პატივია, მაგრამ ვთვლი, რომ მე იქ ჩემი თავი ამოვწურე და ჯობს საკუთარი ძალები მხოლოდ მადრიდული კლუბისკენ მივმართო."

"სწორედ "ბლანკოსია" ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. სანაკრებო ბატალიებს ყოველთვის დიდი ენერგია მიაქვს, აქედან გამომდინარე ოპტიმალურ ვარიანტად საკუთარი თავის შენახვა ვარჩიე."

"წინ ურთულესი სეზონი გველის. "რეალი" მომდევნო სეზონში არაერთ საპასუხისმგებლო დაპირისპირებას გამართავს, სადაც როგორც მე ასევე მთელ გუნდს, დიდი შემართებით თამაში მოგვიწევს."

"აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის მოგების გამო მომდევნო სეზონში ყველაზე მეტი პაექრობის ჩატარება მოგვიწევს, რაც დიდ ძალებთან არის დაკავშირებული. საბედნიეროდ მთავარ მწვრთნელს დიდი რესურსი აქვს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს. გრძელი სათადარიგოთა სკამი წარმატების საწინდარია."

"პატარა ბიჭი აღარ ვარ, თუმცა პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. ჩემი მომავალი მხოლოდ "ბლანკოსს" არის დაკავშირებული და არსად წასვლა ჩემ გეგმებში არ შედის."

"ტონი კროოსს პირადად არ ვიცნობ, თუმცა დარწმუნებული ვარ ის ძალიან ბევრს მიაღწევს, რადგან უნიჭიერი ნახევარმცველი გახლავთ. მის წინააღმდეგ არაერთხელ მიასპარეზია, ახლა კი ჩვენ დამეგობრება მოგვიწევს."

  • Hala
  • 21 ივლისი 2014
  • 2 388
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)