"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მადრიდში ვიზიტს გეგმავს
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "პსჟ"-ს ანხელ დი მარიას შეძენა გაუჭირდება, მანჩესტერ "იუნაიტედმა" სიტუაცია იგდო ხელთ და ესპანეთის დედაქალაქში აპირებს ვიზიტს...
ლუის ვან გაალს ძალიან მოსწონს არგენტინელი ფეხბურთელი და თვლის, რომ ის ინგლისურ სტილს ძალიან იოლად მოერგება.
"მანჩესტერელები" ფლორენტინო პერესს 55 მილიონ ევროს სთავაზობენ ფლორენტინოს, რაც 5 "ლიმონით" ჩამოუვარდება პარიზელთა შეთავაზებას.
ჯერ-ჯერობით უცნობია ხელფასის ოდენობა, რომელსაც ინგლისის წარმომადგენლები ანხელს შესთავაზებენ, თუმცა ნათელია, რომ არგენტინელი მიზერს არ დათანხმდება.
მანჩესტერელთა ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრენის თარიღი უცნობია, თუმცა მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მადრიდში ვიზიტი და მოლაპარაკებების დაწყება.
- 21 ივლისი 2014
- 1 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.