ფალკაოსთვის ბრძოლაში "სიტი" ჩაერთო

მოგეხსენებათ, "მონაკოს" ფორვარდს, რადამელ ფალკაოს არაერთი მსურველი ჰყავს, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას ფეხბურთელის მიმართ მადრიდის "რეალის" იჩენს...

ინგლისურ ტაბლოიდებზე დაყრდნობით რადამელის შეძენა მანჩესტერ "სიტისაც" სურს, რადგან ალვარო ნეგრედომ პრე-სეზონის პირველი დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო და მთავარი მწვრთნელი საგონებელში ჩააგდო. მანჩესტერში თვლიან, რომ მაღალი დონის ფორვარდის დამატება გარდაუვალია.

ჯერ-ჯერობით არ სახელდება ფასი, რომელსაც ინგლისელები ფრანგებს შესთავაზებენ, თუმცა "სიტის" ხელმძღვანელობას ფული არასდროს ენანება, აქედან გამომდინარე პრეზიდენტს პერესს დიდი კონკურენტი გამოუჩნდა.

შეგახსენებთ, კოლუმბიელი წინახაზელის შეძენით "იუნაიტედი" და "ლივერპულიც" არიან დაინტერესებულნი.

  • Hala
  • 21 ივლისი 2014
  • 1 735
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (250)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)