ხვალინდელ "ბერნაბეუს ტურში" ცვლილებებია
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდში ჩასულ ტურისტებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება შეიძინონ "ბერნაბეუს ტური", რომლის დროსაც ისინი შედიან "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ეცნობიან სტადიონისა და "მადრიდის რეალის" ისტორიას.
გამომცემლობა MARCA აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხვალინდელ "ბერნაბეუს ტურში" ოფიციალური ღონისძიების გამო ცვლილებები შევიდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 22 ივლისს ადგილობრივი დროით დილის 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე სტუმრებს შეეძლებათ ტურის ფარგლებში მუზეუმი დაათვალიერონ. 15:15-დან 19:30 სთ-მდე კი ტური ჩვეულებრივი რეჟიმში გაგრძელდება.
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს ცვლილებები სწორედ ხამეს როდრიგესის პრეზენტაციით არის გამოწვეული. განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხამესის პრეზენტაცია ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00-დან 15:00-მდე შუალედში გაიმართება.
წყარო: MARCA
- 21 ივლისი 2014
- 2 298
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.