ხამესის ტრანსფერის შემთხვევაში ტაქტიკა შეიცვლება?

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრმა სანდო საინფორმაციო წყარომ კოლუმბიელი წინახაზელი, ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელად მონათლა...

სამეფო კლუბი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ემზადება. კარლოს გუნდი "ვალდებებასზე" ინტენსიურ სესიებს მართავს. ერთ-ერთ ვარჯიშზე კლუბს ფლორენტინო პერესი ესტუმრა. პრეზიდენტმა ფეხბურთელები მოინახულა შემდეგ კი კარლო ანჩელოტისთან და ფერნანდო იეროსთან ერთად განმარტოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ესპანელმა პრეზიდენტმა მწვრთნელებს ხამეს როდრიგესის შესახებ აუწყა. კოლუმბიელი ფეხბურთელი ტონი კროოსის შემდეგ ერთ-ერთი სერიოზული შენაძენი იქნება და ის შესაძლოა ამერიკაშივე შეუერთდეს ახალ კლუბს.

იმ შეთხვევაში თუ როდრიგესმა "ბლანკოსის" ფორმა მოირგო, იტალიელმა სპეციალისტმა შესაძლოა ტაქტიკა შეცვალოს. შარშანდელ სეზონში კარლო მეტწილად 4-3-3 მიმართავდა, თუმცა უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებში, რომლებიც გუნდმა კატალონიის "ბარსელონასთან" (სამეფო თასის ფინალი), მიუნხენის "ბაიერნთან" (ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის დაპირისპირებები) გამართა, ანჩელოტი 4-4-2 სისტემას ირჩევდა და ამ სქემამ საკმაოდ დიდი შედეგები მოიტანა.

ხამესის დამატების შემთხვევაში ჩაბი ალონსო-ანხელ დი მარია-ლუკა მოდრიჩის ტრიო სავარაუდოდ აღარ იარსებებს, რადგან ან არგენტინელი ნახევარმცველი დატოვებს კლუბს, ანაც ტრიო კვარტეტად გადაიქცევა და მას კოლუმბიელი დაემატება.

თუმცა ჩნდება კითხვა სად მიდის BBC? 4-4-2 ტაქტიკის შემთხვევაში წინ სამი შემტევი ვეღარ იქნება, აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ დი მარიას წასვლის შანსები კიდევ უფრო იზრდება, მის ადგილს კი ხამესი დაიკავებს, გარეთ ბეილი კი სავარაუდოდ ფლანგებიდან შეეცდება სიტუაციის გამწვავებას, ისევე როგორც ეს სეზონის ბოლოს ხდებოდა. ამ შემთხვევაში სუფთა ცენტრ-ფორვარდად ბენზემას ვიხილავთ, ხოლო უკან დახეული კრიშტიანო რონალდუ იქნება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჯერ-ჯერობით უცნობია სად უნდა ითამაშოს ტონი კროოსმა, რომელიც სავარაუდოდ მოედნის ცენტრში უნდა განთავსდეს. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს და ახსნას ვერც ექსპერტები ახერხებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ანჩელოტი, მაგრამ თუ დი მარია კლუბიდან წავა, მან შესაძლოა 4-3-3 ძალაში დატოვოს და ხამესმა უბრალოდ არგენტინელი ჩაანაცვლოს, ხოლო ტონი კროოსის გარშემო სრული ბურუსია.

  • Hala
  • 21 ივლისი 2014
  • 3 251
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)