„რეალი“ განახევრებული შემადგენლობით მიემგზავრება ამერიკაში
სამეფო კლუბი ხვალიდან ამერიკულ ტურნეს იწყებს.
დღის დასაწყისში, ანჩელოტი და ფეხბურთელები „ვალდებებასზე“ შეიკრიბებიან, ხოლო შემდეგ მადრიდის აეროპორტიდან გაფრინდებიან ოკეანის გაღმა.
აღსანიშნავია, რომ იტალიელის სპეციალისტის განკარგულებაში, პირველი შემადგენლობის მხოლოდ 8 მოთამაშე იქნება (ლოპესი, ხესუსი, არბელოა, კარვახალი, ნაჩო, ილიარა, ბეილი და ისკო).თანაგუნდელებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ, მუნდიალის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნილნი, კასილიასი, რამოსი, ალონსო, კოენტრაუ,, რონალდუ პეპე და მოდრიჩი, თუმცა მწვრთნელმა კიდევ 2 დღით გაუხანგრძლივა არდადეგები ჩამოთვლილ ბიჭებს და ისინი 23 ივლისს დადგამენ ფეხს ამერიკულ მიწაზე.
უფროს მადრიდისტებს, ახალგაზრდებიც წაყვებიან ტურნეში (პაჩეკო, ნობლეხასი, დერიკი, დიეგო ლორენტე, მასკარელი, მარკოს ლორენტე, ლუკასი, ხოსე როდრიგესი, მედრანი, ბურგუი, სობრინო და რაულ დე ტომასი).სწორედ მათ უმრავლესობას მოუწევს მოედანზე გამოსვლა 27-ში, „ინტერის“ წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ „ნერაძურის“ გარდა, მადრიდისტები „რომასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ შეერკინებიან, ხოლო თუ ამხანაგური ტურნირის შემდეგ ეტაპებზეც გავიდნენ, კიდევ 2 ევროპულ გრანდთან მოუწევთ პაექრობა.
AS
- 20 ივლისი 2014
- 3 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.