კეირუში დარწმუნებულია
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს კეირუში დარწმუნებულია, რომ მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება.
ასევე ბრაზილიის ნაკრები, რომელიც მოხვდა პორტუგალიელებთან ერთად ჯგუფში, შეცდომების დაშვების ეშინიათ.
"არასწორი იქნება, რომ კრისტიანო რონალდოს სანაკრებო კარიერა ცუდად მიემართება. ის უკვე ახლოსაა გახდეს პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი" – აცხადებს კეირუში.
"ტრავმები ძალიან აწუხებს კრისტიანოს, რაც მას ხელს უშლის ფორმაში იყოს. იმედი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდება და მარტო მოიგებს ზოგიერთ თამაშს".
"ბრაზილია ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ისინი მუდამ ფავორიტები იქნებიან ნებისმიერ ჯგუფში, მაგრამ ამ ტურნირზე ყველა თანაბარია. ერთი შეცდომაც და ყველაფერი დასრულდება" – განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 11 დეკემბერი 2009
- 3 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.