AS : "მორატას წარდგენამდე საათებია დარჩენილი"
გამომცემლობა "ას"-ის ინფორმაციით, ალვარო მორატა ხვალ დილას ტურინში გაფრინდება...
"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ ფლორენტინო პერესთნა შეთანხმებას მიაღწია და 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ ესპანელი ახალგაზრდა ფორვარდი საკუთარ შემადგენლობაში ჩარიცხა.
ხვალ წინახაზელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.
გავრცელებული ინფორმაციით პერესმა ალვარო გამოსყიდვის უფლებით გაუშვა, ესპანელ პრეზიდენტს დაინტერესების შემთხვევაში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება კასტილიელის მშობლიურ კლუბში დაბრუნება.
მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა როგორც წესი "ას"-ი იშვიათად ცდება.
- 18 ივლისი 2014
- 1 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.