კატალონიაში კროოსს მისტირიან

ეხლა უკვე კროოსიც! სწორედ ამ სათაურით იწყებს სტატიას პოპულარული კატალონიური გამომცემლობა SPORT-ი.

სტატიის ავტორი მიკი სორია, წერს, რომ კროოსი სრულად შეესაბამებოდა იმ სტილს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონასთვის" არის დამახასიათებელი. გთავაზობთ სტატიას.

"ბარსას" სტილი ესაა ბურთის ფლობა, ნახევარდაცვაში დომინირება, სწრაფი ართმევა, რაც ბოლო დროს აშკარად დაიკარგა.

ეს ყველაფერი იმის გამოძახილია, რასაც ალკანტარას, ფაბრეგასის და ყველაზე უფრო ხავი ერნანდესის ფორმიდან ამოვარდნას და კლუბიდან წასვლას უკავშირდება. სწორედ ეს სამი ფეხბურთელი ინარჩუნებდა და აგრძელებდა ამ სტილს, რომლის გარეშეც "ბარსელონას" მოუწევს სხვა მიმართულებით განვითარება. ბუსკეთსის, ინიესტას და ახალმოსული რაკიტიჩის, პლიუს რაფინია და სერხი რობერტოს "ბარსა" სხვა სტილის იქნება. არცერთი მათგანი არ არის ხავი და დღევანდელი გადმოსახედიდან კლუბს არც ეყოლება ხავის მსგავსი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში.

დიახ, მისი ადგილის დაკავება თავისუფლად შეეძლო ტონი კროოსს, მაგრამ ის უკვე "მადრიდის რეალშია". გერმანელი ნახევარმცველი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, ძალიან სწრაფია, ეფექტურ გადაცემებს ახორციელებს და შუძლია ტემპის შენარჩუნება თამაშის დროს. ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ მისი საბაზრო ღირებულება არ იყო დიდი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტი "ბაიერნთან" 2015 წელს უმთავრდებოდა.

მაგრამ კლუბმა საკმაოდ დიდხანს ითრია ფეხი, უფრო მეტიც, მათ სურვილიც კი არ გასჩენიათ, რომ მიემართათ ბავარიული კლუბისთვის კონკრეტული წინადადებით. როგორც El Periódico იუწყება, კლუბმა თავად თქვა უარი ორჯერ მის ყიდვაზე. შესაბამისად ის ვაკუუმი, რომელიც წარმოიქმნება ხავის წასვლის შემთხვევაში, არ უნდა იყოს გასაკვირი კლუბის მესვეურებისთვის.

ეს პირველად არ ხდება. ასე მოხდა იოზილის შემთხვევაში. ფეხბურთელის, რომელიც "ბარსას" და გვარდიოლას სტილის იყო, მაგრამ სანამ გამოფხიზლდნენ, უკვე "მადრიდის რეალში" თამაშობდა. ასევე იყო მოდრიჩის დროსაც, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებდა "ბარსელონას" მაისურის ტარებას, მაგრამ მისი ზრდა და ბენეფისი "ბერნაბეუზე" შედგა და მესამედ ანალოგიურად მოხდა ისკოს დროსაც. ისკო უმაღლესი კლასის გამთამაშებელია და ის თავისი თამაშით სრულად შეძლებდა შეეცვალა რამოდენიმე წელიწადში ინიესტა. ოთხი ფეხბურთელი, რომელიც "ბარსას" სტილისანი იყვნენ, დღეს ჩვენ აღარ გვყვანან. ეს დამაფიქრებელია."

წყარო: Sport.es

  • shvela
  • 18 ივლისი 2014
  • 8 808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)