გაგოს, ნისტელროის, მეცელდერს და ვან დერ ვაარტს გუნდის დატოვება სურთ
მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება. გაგო, ნისტელროი, მეცელდერი და ვან დერ ვაარტი მადრიდის "რეალში" სათამაშო პრაქტიკის უქონლობას განიცდიან. ამიტომ ოთხივე ფეხბურთელი მზადაა დაინტერესებულ კლუბს მოლაპარაკებებზე დათანხმდეს.
როგორც პრესა აცხადებს, მადრიდული კლუბი მზადაა გაუშვას ნისტელროი "ბლექბერნში" ან "რომაში".
ამასთან ერთად ვან დერ ვაარტმა იცის, რომ კაკას დაბნრუნებისთანავე ისევ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს დაბრუნება და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება.
მეცელდერის სიტუაცია ძალიან რთულია. ის მოედანზე არ გამოჩენილა "ალკორკონთან" 4:0 წაგებული მატჩის შემდეგ.
თუმცა "რეალმა" ყველას მიახვედრა, რომ გაგო არ იყიდება. ამასთანავე იანვარში მაჰამადუ დიარა აფრიკის თასზე მიემგზავრება და არგენტინელს უფრო დიდი როლი დაეკისრება გუნდში.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 11 დეკემბერი 2009
- 3 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.