მორატა დათანხმდა
მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თნამდებობიდან გადადგომის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა ალვარო მორატას ტურინში გამგზავრების საკითხი, ყველაფერს წერტილი ალეგრიმ დაუსვა, როცა პირველ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მორატას სიამოვნებით იხილავდა თავის გუნდში.
ალვარო მორატა თითქმის "იუვენტუსის" ფეხბურთელია. "იუვემ" მის სანაცვლოდ 18 მლნ. ევრო გადაიხადა, ხოლო "მადრიდის რეალს" კი აქვს უფლება პირველ წელს 30 მლნ. ევროდ გამოისყიდოს ფეხბურთელი, ხოლო მეორე წელს კი 35 მლნ. ევროდ. "თეთრები" ასევე ცდილობდნენ ხელშეკრულებაში ჩაედოთ პუნქტი, რომელიც აუკრძალავდა ტურინელებს ფეხბურთელის სხვა ესპანურ კლუბებზე გაყიდვას, მაგრამ აღნიშნულის შესახებ შეთანხმება ვერ მოხერხდა.
21 წლის ალვარო მორატას ბოლო სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 8 გოლი. კოპა დელ რეის ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი ხუთ შეხვედრაში გამოჩნდა. ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად 12 მატჩი ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.
წყარო: AS
- 18 ივლისი 2014
- 2 766
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.