ესპანელები პირლოში 7.5 მილიონ ევროს იხდიან?
მოგეხსენებათ, დიდია ვარაუდი იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრის ტურინის "იუვენტუსში" დანიშვნის გამო, ანდრეა პირლო "ბებერი ქალბატონის" რიგებს დატოვებს, რადგან ამ ორ ადამიანს შორის უკვე წლებია დაპირისპირება მძვინვარებს...
იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, კარლო ანჩელოტის ანდრეა დამატება სურს და იმედი აქვს ფლორენტინო პერესი იტალიელებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას მოახერხებს.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ესპანური მხარე მზადაა 35 წლის ნახევარმცველი შეიძინო, მათი შეთავაზება კი 7.5 მილიონიანია. დედაქალაქელები თვლიან, რომ ხსენებული თანხა ფეხბურთელისთვის, რომელიც სულ მალე დაასრულებს კარიერას საკმარისია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც საკონტრაქტო პირობებს ეხება. ეს იქნება 1+1, ანუ თუ ანდრეა პირველ სეზონს დამაჯერებლად ჩაატარებს, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა მას კიდევ ერთი წლით დარჩენის საშუალებას მისცემს, შემდეგ კი რა მოხდება? სავარაუდოდ იტალიელი ბუცებს "ლურსმანზე" ჩამოკიდებს.
- 17 ივლისი 2014
- 3 043
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.