კროოსი: „ტიტულების მოსაგებად მოვედი“
„ბერნაბეუზე“ გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც საპატიო სტუმრების გარდა, ასობით მადრიდისტაც ესწრებოდა, პერესი და კროოსი სიტყვით გამოვიდნენ.
პერესი: „დიდებული დღეა კლუბისათვის, რამეთუ შესანიშნავმა ფეხბურთელმა შეავსო შემადგენლობის რიგები.სამწუხაროა, რომ მრავალწლიანი ტრადიციის შემდეგ, ახალი მოთამაშის პრეზენტაციაზე ვერ ვხედავთ დი სტეფანოს.“
„ტონიმ ჩინებულად იასპარეზა მსოფლიო პირველობაზე და ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა.მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე სპორტსმენია.დიდი წვლილი შეიტანა ნაკრების წარმატებაში და „ფიფამ,“ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელის წოდება მიანიჭა.“
„შენ ყოველთვის საუკეთესოდ უნდა გააგორო ბურთი, რამეთუ ჩვენი კლუბის მოთხოვნები უკიდეგანოა.რამდენიმე თვის წინ „ლა დესიმა“ ვიზეიმეთ, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ახლა უკვე, „მეთერთმეტეზე“ ვფიქრობთ.“
კროოსი: „ვგონებ, იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე სამეფო კლუბის წევრობა.მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში გადმოვედი და ამისათვის, მადლობას ვუხდი ყველას.ვეცდები, იმედები და მოლოდინები სრულად გავამართლო.ჩემი მიზანია ტიტულების მოგება.მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის წინ მოვიპოვე ჩემპიონობა ლიგაზე, ახალი სეზონიდანაც ვეცდები იგივე გამეორებას..Hala Madrid.“
AS
- 17 ივლისი 2014
- 3 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.