ფალკაო პერესს შეხვდა?
მოგეხსენებათ, "მონაკოს" კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო ტრავმის მოშუშების ბოლო სტადიაზეა, იგი უკვე ფიზიოთერაპევტთან ერთად ასრულებს საჭირო ვარჯიშებს...
ერთი კვირის წინ კოლუმბიელი ფორვარდი ესპანეთის დედაქალაქს პირად ექიმთან ეწვია, რათა დაესრულებინა რამდენიმე თვიანი ტრავმის ბოლო ფიზიო-კურსი.
ამ ეტაპზე ფეხბურთელი თავის კლუბთან ერთად პრე-სეზონის დასაწყებად ემზადება, თუმცა ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ესპანეთის დედაქალაქში ყოფნისას რადამელი მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა.
ისევე როგორც ვახშამი, შეხვედრის დეტალებიც აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია, ამიტომ ჯერ-ჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
- 17 ივლისი 2014
- 3 596
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.