პირლო "რეალში"?
მოგეხსენაბათ, ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად მასილიმილიანო ალეგრი დაინიშნა, რომელიც წლების მანძილზე "მილანის" დამრიგებელი გახლდათ...
იტალიელი სპეციალისტის "როსონერიში" მისვლამ ანდრეა პირლოს "ბებერ ქალბატონში" ტრანსფერი განაპირობა, რადგან ალეგრიმ განაცხადა, რომ ნახევარმცველი არ სჭირდებოდა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია.
ახლა კი იგივე განმეორდა. ანდრეა აჩრდილივით დასდევს მასიმილიანო, აქედან გამომდინარე მას აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
იტალიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით იტალიელი ნახევარმცველის დამატება კარლო ანჩელოტის სურს, რომელიც თვლის, რომ დღეისათვის ანდრეა თავისუფლად მოახერხებს ერთ სეზონში 25-30 მატჩის ჩატარებას.
შესაძლოა ფლორენტინო პერესმა "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წამოიწყოს, თავად ფეხბურთელთან კი არავითარი პრობლემა არ იქნება, რადგან ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მას კლუბის დატოვება სურს. 35 წლის ასაკში მადრიდის "რეალში" გადასვლა კი ურიგო ნამდვილად არ გახლავთ.
- 17 ივლისი 2014
- 2 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.