იკერისთვის ბრძოლაში "ნაპოლიც" ჩაერთო
იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა იკერ კასილასის მადრიდის "რეალიდან" აბარგების შესახებ, "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ კიპერის შეძენა მოინდომა...
იტალიელები მზად არის სამეფო კლუბის ლეგენდარული კაპიტანის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო შესთავაზონ, თავად კასილასთან კი 4 წლიანი კონტრაქტი დადონ.
იკერს ლონდონის "არსენალს" უკავშირებენ, თუმცა რამდენად არის ფეხბურთელი თანახმა ინგლისში გადასვლაზე მეორე საკითხია.
აგენტთან საუბრის შემდეგ ახალი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რომ "მარკას" გამოკითხვის შემდეგ, რის მიხედვითაც გულშემატკივრებმა კასილასს ლევანტეს მეკარე ამჯობინეს, ლეგენდამ გული აიცრუა და გუნდიდან წასვლა სურს, რადგან ის თვლის, რომ არ დააფასეს.
- 16 ივლისი 2014
- 2 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.