ხამესის შეძენის შემთხვევაში დი მარიას წასვლა გარდაუვალია
იმ შემთხვევაში თუ მადრიდის "რეალი" კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს შეიძენს, ანხელ დი მარიას აბარგება მოუწევს...
თავად არგენტინელი ფეხბურთელი წასვლასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ინტერვიუებში ნათლად ჩანს, რომ იგი სხვა შემოთავაზებებს განიხილავს, რაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან აღიზიანებს, ამიტომ მისი აბარგება საკმაოდ რეალურია.
ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაციები, რომელიც კოლუმბიელ როდრიგესს ეხება, მისი ფავორიტი კლუბი სწორედ "ბლანკოსი" გახლავთ, მას თეთრი მაისურის მორგება სურს.
"მონაკოსთან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში "მერენგები" ანხელს გაუშვებენ და ხამესი სწორედ მის ადგილს დაიკავებს. ფლორენტინო პერესი კოლუმბიელ მოთამაშეში დიდ პერსპექტივას ხედავს და მის შეძენას სათადარიგოთა სკამისთვის არ აპირებს.
მოვლენები სავარაუდოდ თვის ბოლოს განვითარდება, როდესაც დი მარიას კლუბში დაბრუნება მოუწევს, არგენტინელი სავარაუდოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება და საკუთარ მომავალს გაარკვევს, თუმცა თუ არგენტინელის დაბრუნებამდე "რეალმა" როდრიგესი შეიძინა, დი მარიას წასვლაში ეჭვი აღარავის შეეპარება.
- 16 ივლისი 2014
- 2 954
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.