"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მადრიდის რეალს" გაასწრო
Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ "მადრიდის რეალმა" შესაძლაო დაკარგოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბის სტატუსი
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ადიდასს შორის ახალი შეთანხმების შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ინგლისური კლუბი ათი წლის მანძილზე 750 მლნ. ფუნტს (942 მლნ. ევროს) მიიღებს, საფონდო ბირჟებზე "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციებმა 5%-ით მოიმატეს, რის საფუძველზე Wall Street Journal-ი ვარაუდობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საბაზრო ღირებულება 2,655 მლრდ. ევრომდე გაიზრდება. ამ ზრდის წყალობით, მანჩესტერული გრანდი კვლავ პირველ ადგილზე აღმოჩნდება და უკან ჩამოიტოვებს "მადრიდის რეალს", რომლის ღირებულებაც ამ ეტაპისთვის 2,417 მლნ. ევროს შეადგენს.
წყარო: AS
- 16 ივლისი 2014
- 4 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.