"იუნაიტედი" კარვახალში 20 მილიონს ჩამოდის
ინგლისურ მედია საშუალებებზე დაყრდნობით მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დანიელ კარვახალის შეძენით დაინტერესდა...
ინგლისელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 200 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ, რადგან მათ გეგმებში ძირეული გარდაქმნები შედის. "წითლებმა" ძველი დიდება უნდა დაიბრუნონ, ამისათვის კი შემადგენლობა სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს.
ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვან გაალი ესპანელი დანიელ კარვახალის შეძენით დაინტერესდა და ხელმძღვანელობისგანაც დადებითი პასუხი მიიღო, მანჩესტერელები მზად არიან ფლორენტინო პერესს ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო ჩაურიცხონ, თავად ფეხბურთელს კი 6 წლიანი ხელშეკრულებას შესთავაზონ.
დანიელისთვის შარშანდელი სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა, მან კარგად მოიკიდა ფეხი მშობლიურ კლუბში და ჩემპიოთა თასის მოგებაც მოახერხა, აქედან გამომდინარე რთულად სავარადოა იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა შეგირდს შეელიოს, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაფერი გახლავთ.
- 16 ივლისი 2014
- 1 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.