კაზემირო, პეპე და 20 მილიონი ხამესის სანაცვლოდ?
ფრანგულ პრესაზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი "მონაკოს" ხელმძღვანელობას ძალიან მაცდური წინადადებით მიმართა...
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ესპანური მხარე მზად არის დათმოს პერსპექტიული ბრაზილიელი კაზემირო და გამოცდილი კეპლერ პეპე, რომელიც დღევანდელი "რეალის" დაცვის ბურჯი გახლავთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ამასთან ერთად "რეალი" მზად არის საკუთარი ბიუჯეტი 20 მილიონი ევროთი შეამციროს.
თავად როდრიგესს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი საოცნებო კლუბი მადრიდის "რეალი" გახლავთ და სიამოვნებით მოირგებდა თეთრ მაისურს, რაც საქმეს აიოლებს, მაგრამ პრობლემას მოთამაშის ფასი ქმნის.
პერესი ფრანგებს არაერთ წინადადებას სთავაზობს, თუმცა ამაოდ, ახალი ინიცატივა კი ურიგო ნამდვილად არ ჩანს, ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 15 ივლისი 2014
- 3 887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.