"არსენალს" ხედირას "მადა" აწუხებს
ხედირას ტრანსფერთან დაკავშირებით "არსენალს" დიდი პრობლემა აქვს. საქმე იმაშია, რომ გერმანელ ნახევარმცველს მადა გაეხსნა და ინგლისელებისგან დიდ გასამრჯელოს ითხოვს.
"არსენალი" დაინტერესებულია სამი ხედირას ტრანსფერით და ამის შესახებ ბევრი დაიწერა ინგლისურ ტაბლოიდებში, მაგრამ ლონდონები მორიგი პრობლემის წინაშე დგანან. საქმე ეხება 9 მლნ. ევროს, რომელსაც თავად ფეხბურთელი ითხოვს გასამრჯელოს სახით "მეთოფეებისგან", რაზეც ლოდონელები უარს აცხადებენ. როგორც ინგლისური ჟურნალ-გაზეთები წერენ, სწორედ ამით აპირებს ისარგებლოს კიდევ ერთი ლონდონური კლუბი "ჩელსის" სახით, რომელიც ასევე დიდ ინტერესს გამოხატავს ხედირას მიმართ.
წყარო: AS
- 15 ივლისი 2014
- 1 999
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.