ხედირას გაყიდვამდე საათები რჩება?
ესპანური პრესა გამალებით ირწმუნება, რომ ფლორენტინო პერესსა და არსენალის ხელმძღვანელობას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე საათში დასრულდება...
საქმე სამი ხედირას ნისლიან ალბიონზე გადასვლას ეხება. 24 საათში სავარაუდოდ ყველაფერი უნდა დასრულდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს.
მსოფლიო ჩემპიონის საბაზრო ღირებულება 25-იდან 30 მილიონ ევრომდე მერყოებს. არსენ ვენგერი მზად არის მოთამაშეს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წლიურად 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ამ ციფრში არ ითვლება საშემოსავლო გადასახადები, სავარაუდოდ სამი წლიურად "სუფთა" ხელფასის სახით 6.8 "ლიმონს" გამოკრავს ხელს.
ხედირას პოზიცია ამ თემაზე უცნობია, თუმცა გავრცელებული ხმებით ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატის დროს მისმა თანაგუნდელებმა, მესუთ იოზილმა, პერ მერტესაკერმა და ლუკას პოდოლსკიმ ფეხბურთელს "მეთოფეებში" გადასვლა ურჩიეს.
- 14 ივლისი 2014
- 2 938
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.