ვარანი ანჩელოტისთან შეხვედრას გეგმავს
გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, რაფაელ ვარანი მადრიდის "რეალიდან" შესაძლოა წავიდეს...
ფრანგი მცველი მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან შეხვედრას და სამომავლო გეგმების გაცნობას ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ რაფაელს უმძიმესი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც თვეების გაცდენა მოუწია, სეზონის ბოლოს 100%-ით მზად გახლდათ, თუმცა იტალიელი სპეციალისტი ნდობას მაინც პეპე-რამოსის დუეტს უცხადებდა.
ფაქტია, ვარანი დღევანდელ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი გახლავთ, რაც მან ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც დააფიქსირა, აქედან გამომდინარე ფეხბურთელი თვლის, რომ მოვიდა დრო, როდესაც არა სათადარიგო, არამედ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი უნდა გახდეს.
თავის დროზე რაფაელი მადრიდის "რეალმა" ლანსისგან, 10 მილიონ ევროდ იყიდა, მას შემდეგ კი ცენტრალური მცველის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფასის ზრდასთან ერთად მიდი მსურველთა რიცხვიც იზრდება, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის ჩელსი იჩენს, რომლის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ვარანს სრულ გარანტიას აძლევს.
სავარაუდოდ, შვებულების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მოთამაშე მთავარ მწვრთნელს შეხვდება და გადაწყვეტილებას მიიღებს.
- 14 ივლისი 2014
- 2 861
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.