პრობლემები დი მარიას "პსჟ"-ში გადასვლის გზაზე

მანამ სანამ, დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბები და ფეხბურთელი შეთანხმდებიან, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

პირველ რიგში, ფლორენტინო პერესისა და ნასერ ალ ხელაიფის შეხვედრა, რომელიც წინა პარასკევს ესპანეთში გაიმართა ნიშნავს იმას, რომ "პსჟ" "მადრიდის რეალიდან" თანხმობის გარეშე, არანაირ მოლპარაკებებს არ დაიწყებს დი მარიასთან.

მეორე პრობლემა ესაა ფიფას სანქცია, რომელიც ფრანგულ კლუბს სატრანსფერო ლიმიტს უწესებს. იმის გამო, რომ "პსჟ"-მ უკვე დახარჯა 50 მლნ. ევრო დავიდ ლუისის შესაძენად, მას აქვს უკვე შეზღუდვები ახალი ფეხბურთელის ყიდვის მხრივ. ფრანგულმა მხარემ თავისი ფეხბურთელებიდან რომელიმე უნდა გაასხვისოს , თუ სურს დი მარიას სამსახურში აყვანა.

ფრანგულ კლუბთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ კლუბი არ აპირებს ისეთი ფეხბურთელების გაყიდვას, როგორებიც არიან: მოურა, ვერატი, იბრაგიმოვიჩი, კავანი, ტიაგო სილვა ან მარკინიოსი, ხოლო ის ფეხბურთელები, რომლებიც წელს კლუბიდან წავიდნენ, ძირითადად თავისუფალი აგენტის სტატუსით იყვნენ.

თავად "მადრიდის რეალს" და კარლო ანჩელოტის არ სურთ ფეხბურთელის გაყიდვა, მაგრამ საქმე ფინანსურ პრობლემას ეხება. დი მარია თვლის, რომ მის მიერ გაწეულ სამუშაოს კლუბში არ აფასებენ.

წყარო: MARCA.com

  • shvela
  • 14 ივლისი 2014
  • 3 581
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)