ხამეს როდრიგესი "რეალთან" ძალიანა ხლოს არის
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხამეს როდრიგესის სატრანსფერო მოლაპარაკება წარმატებით ვითარდება.
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზად არის 70 მილიონი ევრო გადაიხადოს ახალგაზრდა კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ. თავად ხამეს როდრიგესის უდიდესი სურვილია სამეფო კლუბში თამაში და იგი მხოლოდ კლუბების ხელმძღვანელობების მოლაპარაკების დასრულებას ელოდება.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პერესი როდრიგესს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მადრიდის „რეალს“ ანხელ დი მარია დატოვებს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას აქტიურად ცდილობს „პსჟ“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
Defensacentral.com
- 13 ივლისი 2014
- 4 465
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.